სენაკში მცხოვრებ 100 ოჯახს ზაფხულიდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სენაკში დამატებით 100 ოჯახისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
„პროექტის ფარგლებში 5-კილომეტრამდე მონაკვეთზე ახალი ქსელი კეთდება, რაც წყალმომარაგების პრობლემას სრულად აღმოფხვრის. სამუშაოები ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. აღმაშენებლის ქუჩაზე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია. აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები დღემდე წყლის ჭებით სარგებლობენ“,- აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდეა გამოყოფილი.
ამ დროისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 9 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება ზუგდიდში, ფოთში, ჯვარში, აბაშაში, მესტიასა და ანაკლიაში.
უწყების ცნობით, მასშტაბური სამუშაოების ჯამური ღირებულება 430,525,932 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები