მარნეულის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნების სამუშაოები იწყება

მარნეულის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოების ჩასატარებლად შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მარნეულის სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში სრულად ჩაერთვება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“ უკვე 200 ჰექტრადმდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაამუშავა, სამუშაოები სოფელ კირიხლოში გრძელდება, სადაც კომპანიის 3 ერთეული ტრაქტორით მოხდა 100 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება.
აღსანიშნავია, რომ სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.
გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები