მარნეულში ე.წ. ღორის გრიპით მამაკაცი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპით მარნეულში 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ის მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 16 იანვარს შეიყვანეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის მენეჯერმა მანანა კაპანაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის დღემდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
“პაციენტი 16 იანვარს შემოიყვანეს კლინიკაში, მალევე მოხდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, იმიტომ რომ მდგომარეობა იყო რთული, ის დღეს დილით, პოლიორგანული უკმარისობის დიაგნოზით გარდაიცვალა”, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა.
ცნობისთვის, ეს საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების უკვე 21-ე დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები