სოფელ ყინწვისში არმატურის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული ი.თ., ქურდობის ბრალდებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში მშენებარე სარწყავი არხიდან შპს „ჰიდრომშენის“ კუთვნილი რკინის არმატურა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მოპარული არმატურა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები