გიორგი ქობულია: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, სამინისტრო ანაკლიის ფესტივალს არ დააფინანსებს. თუმცა როგორც მან აღნიშნა, ვინც ფესტივალის ჩატარების სურვილს გამოთქვამს უწყება მათ გარკვეულ საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.
„ანაკლიის ფესტივალზე, პრაქტიკულად, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამ ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაატაროს, მთავრობა ინფრასტრუქტურით, ჯანდაცვის მომსახურებით და ა.შ უზრუნველყოფს ამ ფესტივალს. არ მიგვაჩნია, რომ წელს ეს ფესტივალი ჩვენ უნდა დავაფინანსოთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.