ლაგოდეხში მთავრობის განკარგულებით 66 მევენახეს 23 ჰა ვენახი დაუკანონდა

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, ლაგოდეხში მცხოვრებ 66 მევენახეს, 23 ჰა. მიწის ფართობზე არსებული ვენახები დაუკანონდა.
15 წლიანი უშედეგო ლოდინისა და მოთხოვნის შემდეგ, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის უშუალო ჩარევითა და შუამდგომლობით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობები მევენახეებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ, მოქალაქეებს მთავრობის გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია პირადად გააცნეს.
მევენახეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი ყურადღებისთვის. დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ფერმერების მხარდაჭერა გაგრძელდება: უახლოეს პერიოდში მათთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მევენახეებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელიც მევენახეთა მხარდაჭერისკენაა მიმართული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები