2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება

2019 წელს დაგეგმილია მესტიის ლაღამის უბანში კოშკების, მაჩუბებისა და გზის რეაბილიტაცია, ასევე უშგულის 4 სოფელში კოშკების რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას სასტუმროების გახსნასა და კერძო ბიზნესის გაფართოებაში ხელს შეუწყობს, რაც რეგიონში ტურიზმს მეტად განავითარებს.

„დასრულების ფაზაშია უშგულის 4 თემის გენგეგმა. გვინდა არსებული კოშკების აღდგენა და ინფრატსრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე, იქ მოსაგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემა, ასევე, ინტერნეტიზაცია. ეს აუცილებელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ბიზნესის განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები