ლაგოდეხში მომხდარ ავარიას 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში, ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 5 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

როგორც “რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები