დავით სერგეენკო: გრიპის ვირუსით ავადობა შემცირდა, თუმცა ეს არ აისახება დაავადებების მიმდინარეობაზე
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ღორის გრიპის ავადობის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, ეს არ აისახება დაავადებების მიმდინარეობაზე. მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია, თბილისში 30 წლის მამაკაცის გარდაცვალება გრიპის ვირუსმა გამოიწვია თუ არა.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯერ ლაბორატორიული დადასტურება არ გვაქვს. რაც შეეხება, ზოგადად, გრიპით ავადობას, საბედნიეროდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება. თუმცა, ეს შემცირება, სამწუხაროდ, ასახვას არ პოულობს დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის, კვლავ, მძიმედ მიმდინარეობს. ჩვენ, დღესაც გვექნება სტაციონარებში შეფასება და საღამოს ზუსტად გვეცოდინება მდგომარეობის შესახებ”, – განაცხადა სერგეენკომ.