ქუთაისში ეკლესიისთვის შეწირული ქათმების მოპარვისთვის ერთი პირი დააკავეს
ქუთაისში ეკლესიისთვის შეწირული ქათმების მოპარვისთვის ერთი პირი დააკავეს. 20 ქათამი ეკლესიის მიმდებარედ ავანგარდის სასაფლაოდან მოიპარეს.
როგორც “რეგიონულ კვირა”-ს შს სამინისტროდან აცნობეს, ქათმების მოპარვისთვის დაკავებულ პირს ბრალი 177-ე (ქურდობის) მუხლით წარედგინა.