იორმუღანლოში მე-12 კლასელი გოგონა დაოჯახების მიზნით, საკუთარმა ნათესავმა გაიტაცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მეთორმეტე კლასელი გოგონა გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ის სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მარტო იმყოფებოდა რა დროსაც, საკუთარმა ნათესავმა დაოჯახების მიზნით გაიტაცა.
გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს უკვე მიმართეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები