სვანეთში, რესტორანში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

მესტიის სოფელ ბარჯასთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.
მამაკაცი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, არსებული ინფორმაციით, სასმლის ზედოზირებამ გულის შეტევა გამოიწვია და გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები